![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.მოცემულ სიტუაციაში, გზაჯვარედინის წინ დადგმული საგზაო ნიშნები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი იმყოფებიან მთავარგზაზე, რომელთაგან უპირატესობით სარგებლობს ავტობუსის მძღოლი. ხოლო სატვირთო ავტომობილი მეორეხარისხოვან გზაზეა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა უნდა გაატაროს ავტობუსი და გაიაროს გზაჯვარედინი.