საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანების: 3.28 - 3.30 მოქმედება არვრცელდება ტაქსზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 3.27 "გაჩერება აკრძალულია", 3.28 "დგომა აკრძალულია", 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" და 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში", რომელთაგან ტაქსზე, ჩართული ტაქსომეტრით ვრცელდება მხოლოდ B ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშნის 3.27 "გაჩერება აკრძალულია" მოთხოვნა.