საქართველოს "საგზაო მოძრაობის წესების” განმარტების თანახმად "მთავარი გზა" არის 2.1, 2.3.1-2.3.3 ან 5.1 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა, რომელიც ანიჭებს მძღოლს გავლის უპირატესობას გზის გადამკვეთ მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვვაში ნაჩვენებია ნიშნები: 5.1 `ავტომაგისტრალი", 5.5 `ცალმხრივმოძრაობიანი გზა" და 2.3.3 `მეორეხარისხოვანი გზის შეერთება", რომელთაგან მთავარგზას აღნიშნავს პირველი და მესამე საგზაო ნიშნები