საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები: - 7.2.6 "მოქმედების ზონა" - მიუთითებენ 3.27-3.30 ნიშნების მიმართულებისა და მოქმედების ზონას გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ. -7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). -7.2.2 "მოქმედების ზონა" - მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას; მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნის 3.28 "დგომა აკრძალულია” მოქმედების ზონას მიუთითებს მარჯვენა და მარცხენა დამატებითი ინფორმაციის ნიშნები.