საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად: ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. გ) თუ შუქნიშნის, ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად ტრამვაისა და ურელსო სატრანსპორტო საშუალების ნებას რთავს, მაშინ ტრამვაის აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალებთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას ტრამვაიმ გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი სარგებლობს უპირატესობით, ხოლო ტრამვაის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს შეუძლიათ იმოძრაონ ერთდროულად, ამიტომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: სატვირთო ავტომობილი, ტრამვაი და მსუბუქი ავტომობილი.