საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისთვის გამოიყევება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისთვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფლება არა აქვს სამზოლიან ორმხრივმოძრაობიან გზაზე იმოძრაოს შუა ზოლში, თუ ის აგრძელებს მოძრაობას პირდაპირ. ის არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.