![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი, რომელზე მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის, ან მარეგულირებლის საგნალებით განისაზღვრება, რეგულირებილი გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, შუქნიშანი არმუშაობს, ან არარის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებით და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.იმავე თავის 27-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს, მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში, ველოსიპედისტი ვალდებულის გაატაროს სატვირთო ავტომობილი და მოუხვიოს A ტრაექტორიით.