საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ.მოცემულ სიტუაციაში, ხიდზე მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამი ზოლია და გაჩერება აკრძალული არარის.