საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.3 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.8.3 "ზოლის დასაწყისი" გვაძლევს ინფორმაციას აღმართზე დამატებითი ზოლის, ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის შესახებ, თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ ნიშანზე გამოსახულია ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა", მაშინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არშეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული, ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, გადაადგილდება დამატებით ზოლზე.მოცემულ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ახალ ზოლში გადადგილების შემდეგ სიჩქარის რაიმე შეზღუდვა არა აქვს და შეუძლია იმოძრაოს კანონით დადგენილი სიჩქარით - არაუმეტეს 90კმ/სთ.