საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშნების: 3.2 - 3.8 მოქმედება არვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შეთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 3.1 '"შესვლა აკრძალულია", 3.2 "მოძრაობა აკრძალულია" 3.18.2 "მარცხნივ მოხვევა აკრძალულია", 3.28 "დგომა აკრძალულია" და 3.26 "ხმოვანი სიგნალით სარგებლობა აკრძალულია" რომელთაგან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც ემსახურებიან ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს არვრცელდება B ასოთი აღნიშნული ნიშნის 3.2 "მოძრაობა აკრძალულია" მოქმედება.