საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში, საგზაო ნიშნით 5.3 "საავტომობილო გზა” აღნიშნულ გზაზე სატვირთო ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას აღემატება მძღოლმა უნდა იმოძრაოს არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.