საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად ნაჩვენები დამატებითი ინფორმაციის ნიშნები მიუთითებენ: - 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" - მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). - 7.2.1 "მოქმედების ზონა"' - გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. - 7.1.3 "მანძილი ობიექტამდე” - მანძილს გზის მხარეს მდებარე ობიექტამდე. - 7.2.5 "მოქმედების ზონა" - 3.27-3.30 ნიშნების მიმართულებისა და მოქმედების ზონას გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ. მოცემული საგზაო ნიშნებიდან ნიშნის მოქმედების ზონას მიუთითებს რიგით მეორე და მეოთხე, 7.2.1 "მოქმედების ზონა" და 7.2.5 "მოქმედების ზონა" საგზაო ნიშნები.