საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად პრიორიტეტის საგზაო ნიშნების: 2.3.1 "მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა”, 2.3.2 "მეორეხარისხოვან გზასთან შეერთება” - მარჯვნიდან და 2.3.3 "მეორეხარისხოვან გზასთან შეერთება” – მარცხნიდან. კონკრეტულად არ არის განსაზღვრული დაყენების წესი, მაგრამ, რადგანაც აღნიშნული ნიშნები თავის ფორმით და შინაარსით გამაფრთხილებელი ნიშნების მსგავსია ისინი ყენდება ანალოგიურად, ანუ დაუსახლებელ პუნქტში სახიფათო უბნის დასაწყისამდე 150-300 მეტრ მანძილზე.