საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადარტულია მოძრაობა: მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღეტება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - 80 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. იმავე კანონის, საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანზე 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" აღნიშნულია 60 კმ/სთ სიჩქარე და მისაბმელიან მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.