საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის "გამაფრთხილებელი ნიშნები" განმარტების თანახმად: ნიშნები" 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი 50-100 მეტრმანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.1.1 დაფაზე. ხოლო იმავე თავის მე-3 პუნქტის განმარტებების თანახმად 3.18.1 და 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 2.3.1 "მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა", 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია", 1.10 "სანაპიროზე გასასვლელი", 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა" და 1.9 "გასახსნელი ხიდი" რომელთაგან უშუალოდ სავალი ნაწილების გადაკვეთის წინ იდგმება B ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია".