საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი)საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს სატვირთო ავტომობილებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული), ან აქვთ ნიშანზე აღნიშნულზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასა, აგრეთვე ტრაქტორებისა და თვითმავალი მანქანების მოძრაობას. ხოლო ამავე თავის 5.30.2 პუნქტის თანახმად საიფორმაციო მაჩვენებელი ნიშანი 5.30.2 "მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილებისათვის”. აჩვენებს მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას სატვირთო ავტომობილების, ტრაქტორებისა და თვითმავალი მანქანებისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3.5 ტონას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით.