საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები მიუთითებენ: - 7.5.6 "მოქმედების დრო” - სამუშაო დღეებში, დღე-ღამის დროზე, როცა ნიშანი მოქმედებს. - 7.5.5 "მოქმედების დრო” - შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეებში, დღე-ღამის დროზე, როცა ნიშანი მოქმედებს. - 7.5.4 "მოქმედების დრო” - დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი. მოცემული საგზაო ნიშნებიდან შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში მოქმედებს მეორე საგზაო ნიშანი.