საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი და ქვეითი ასრულებენ სიგნალების მოთხოვნებსა და მარეგულირებლის განკარგულებებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგება შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოთხოვნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-10 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, როცა მარეგულირებელს მარჯვენა ხელი წინა აქვს გაშვერილი სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით; ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ; გ) მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია; დ) ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგს უკან. მოცემულ სიტუაციაში მარეგულირებლის სიგნალზე ტრამვაის და ავტობუსის მძღოლებს ეკრძალება მოძრაობა და ისინი არღვევენ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.