![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის - პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 1. გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისთვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არშეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს; 4. გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ ზოლზე. მოცემული მიმამრთულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანვე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არშეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. 5. გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯვარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა). მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილი იმყოფება მთავარგზაზე და გასწრება შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი ტრაექტორიით.