საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში ვიმყოფებით დასახლებულ პუნქტში და საგზაო ნიშანი 3.25 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული” გვიჩვენებს, რომ საგზაო ნიშნის 5.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” მოქმედების ზონა დამთავრდა და მოძრაობა შეიძლება გავაგრძელოთ დასახლებულ პუნქტში ნებადართული, ანუ არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.