საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) მე-5 თავის, 20-ე მუხლის, მე-3 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად,
საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მონაწილე მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების მძღოლი ვალდებულია, სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ
სახელწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები, სადაც ეს
ტრანსპორტია რეგისტრირებული, ხოლო "საგზაო მოძრაობის შესახებ” კონვენციის
37-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად საერთაშორისო მოძრაობაში მყოფ
თითოეულ ავტომობილს უკანა მხარეს უნდა ეკეთოს იმ სახელმწიფოს
განმასხვავებელი ნიშანი, რომელშიც რეგისტრირებულია ეს ტრანსპორტი.
საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მყოფ ავტომობილს უკანა მხარეს უნდა
ეკეთოს სარეგისტრაციო ნომერი და სახელწიფოს განმასხვავებელი ნიშანი.