საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 "მობრუნება აკრძალულია" კრძალავს მობრუნებას, ხოლო იმავე კანონის 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად შუქნიშნის მწვანე სიგნალი - რთავს მოძრაობის ნებას.მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირდა მარცხნივ, ხოლო მობრუნების ნება არა აქვს.