საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, თუ შემხვედრი გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარესაც არსებობს დაბრკოლება. 1.13 "ციცაბო დაღმართი" და 1.14 "ციცაბო აღმართი" ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრასპორტო საშუალების მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში, ციცაბო აღმართზე დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში გზა უნდა დაუთმოს დაღმართზე მოძრავმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა.