საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას და იმავე პუნქტის განმარტების თანახმად 3.28 საგზაო ნიშანი გამოიყენება 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთან ნიშნის მოქმედების ზონა განისაზღვრება მონიშვნის ხაზის სიგრძით. იმავე დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები", 1.10 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.10 აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა. გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან შეერთებით. იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 3.28 გამოყენებულია 1.10 მონიშვნის ხაზთან ერთად და მისი მოქმედების ზონა ვრცელდება ნიშნიდან ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზის ბოლომდე.