საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში ვიმყოფებით დასახლებულ პუნქტში და მარცხენა ზოლის ზემოთ განლაგებული საგზაო ნიშნები: 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" გვაჩვენებს, რომ ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ ნიშანზე მითითებული (50 კმ/სთ) ან მეტი კმ/სთ სიჩქარით, ხოლო დამატებითი ინფორმაციის საგზაო ნიშანი 7.14 "მოძრაობის ზოლი" მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მარცხენა ზოლზე. მარჯვენა ზოლში მოძრაობა შეიძლება გავაგრძელოთ დასახლებულ პუნქტში ნებადართული, ანუ არა უმეტესი 60 კმ/სთ სიჩქარით.