საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის, პირველი მუხლის, "თ" პუნქტის თანახმად დგომა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტას 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას.მოცემულ სიტუაციაში მძღოლი იმყოფება საგზაო ნიშნის 3.28 "დგომა აკრძალულია" მოქმედების ზონაში და მას უფლება აქვს გაჩერდეს იმ დროით, რამდენიც საჭირო იქნება ტვირთის ჩაწყობისა და მგზავრების ჩასხდომისათვის.