საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელს ხელები განზე აქვს გაშვერილი, ან ჩამოშვებული სიგნალს აქვს შემდეგი მნიშვნელობა;ა) მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - პირდაპირდა მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე.ბ) მარეგულირებლის მკერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა აკრძალულია.იმავე თავის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან. მოცემულ სიტუაციაში სავალ ნაწილზე გადასვლის უფლება აქვს იმ ქვეითს, რომელიც გადადის მარეგულირებლის მარცხენა გვერდიდან სავალ ნაწილზე და მოტოცილის მძღოლი ვალდებულია გაატაროს ქვეითი.