საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ზ" ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება აკრძალულია სადგომი მოედნიდან, ხოლო როცა ის არარის - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გაჩერდეს 5.13 საგზაო ნიშნით აღნიშნული ტრამვაის გაჩერების ადგილის მოპირდაპირე მხარეს, რადგან ეს არაბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.