საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში ნაჩვენები საგზაო ნიშანი 3.25 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული", რომელიც აუქმებს მის წინ დადგმული საგზაო ნიშნის 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" მოქმედებას და მძღოლს 3.25 ნიშნის შემდეგ შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართული, არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.