საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს და იმავე პუნქტის განმარტების თანახმად, 3.24 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის სხვა მნიშვნელობის მქონე 3.24 ნიშნის დადგმით. მოცემულ შემთხვევაში პირველი ნიშნის მოქმედების ზონა ვრცელდება მეორე ნიშნამდე.