საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 5.8.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 5.8.1 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი” მიუთითებს ზოლების რაოდენობას და მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას ყოველ ზოლში. ხოლო ამავე დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები”, 1.18 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.18 აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 5.8.1 და საგზაო მონიშვნა 1.18 მარჯვენა ზოლიდა პირდაპირდა მარცხნივ მოძრაობის გაგრძელების უფლებას იძლევა, მაგრამ შუქნიშნის სიგნალი პირდაპირმოძრაობას კრძალავს. მოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ მხოლოდ მარცხნივ.