საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, წითელი სიგნალი, აგრეთვე წითელი მოციმციმე სიგნალი კრძალავს მოძრაობას. წითელი და ყვითელი სიგნალების ერთობლივი ჩართვა კრძალავს მოძრაბას და იძლევა ინფორმაციას მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი უნდა გაჩერდეს და დაელოდოს მოძრაობის ნებადამრთველ სიგნალს.