საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც მარეგულირებლის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი:- მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით;- მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ;- მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია;- ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგს უკან.მოცემულ სიტუაციაში ისრებით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ტრამვაის, მოტოციკლისა და ავტობუსის მძღოლებს.