საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში ნაჩვენებია საგზაო ნიშანი 3.25 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული", რომელიც აუქმებს მის წინ მოთავსებული საგზაო ნიშნის 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" მოქმედებას, მაგრამ თქვენ მისაბმელით მოძრაობისას უფლება გაქვთ იმოძრაოთ არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.