![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები:- - 5.8.3 "ზოლის დასაწყისი" გვაძლევს ინფორმაციას აღმართზე დამატებითი ზოლის, ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის შესახებ. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ ნიშანზე გამოსახულია ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა", მაშინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არშეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული, ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, გადაადგილდება დამატებით ზოლზე.- 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ მითითებულით ან მეტი სიჩქარით. - 5.18 "რეკომენდირებული სიჩქარე", სიჩქარე, რომლითაც რეკომენდირებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა.- 3,24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.-5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა" გვაჩვენებს გზას, ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. მასზე მობრუნება და უკუმიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მოძრაობას 40 კმ/სთ სიჩქარით არკრძალავს A, C, D და E ასოებით აღნიშნული 5.8.3, 5.18, 3,24 და 5.5 საგზაო ნიშნები.