საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.18 - პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 7.18 "გარდა ინვალიდისა" მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომელზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი 7.17 "ინვალიდები". მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშნის 4.1.4 "მოძრაობა პირდაპირ, ან მარჯვნივ" ქვეშ დაყენებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.18 გვაძლევს ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება არვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილებზე, რომელზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი 7.17 "ინვალიდები".