საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, წითელი სიგნალი, აგრეთვე წითელი მოციმციმე სიგნალი კრძალავს მოძრაობას. წითელი და ყვითელი სიგნალების ერთობლივი ჩართვა კრძალავს მოძრაობას და იძლევა ინფორმაციას მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ.