საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით. ხოლო ამავე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად მძღოლები და ქვეითები ასრულებენ მარეგულირებლის სიგნალების და განკარგულებების მოთხოვნებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოთხოვნებს. მოცემულ სიტუაციაში მიუხედავად შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალისა მძღოლმა უნდა შეასრულოს მარეგულირებლის მოთხოვნები, რომელიც მოძრაობის გაგრძელების უფლებას აძლევს ყველა მიმართულებით, ანუ მარჯვნივაც.