საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი და ქვეითი ასრულებენ სიგნალების მოთხოვნებს და მარეგულირებლის განკარგულებებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგება შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოთხოვნებს.