![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად: 1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის, ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არშეექმნათ დაბრკოლება. 4. მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანმხვედრსატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. იმავე თავის 37-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად დასახლებულ პუნქტში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ტროლეიბუსსა და ავტობუსს, რომლებიც მოძრაობას იწყებენ მონიშნული გაჩერებიდან. ტროლეიბუსისა და ავტობუსის მძღოლები, კი მხოლოდ მაშინ იწყებენ მოძრაობას, როცა დარწმუნდებიან, რომ მათ გზას უთმობენ. მოცემულ სიტუაციაში გზა უნდა დაუთმოს ავტობუსის მძღოლმა, რადგან ის არარის დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება და არც იწყებს მოძრაობას მონიშნული გაჩერებიდან.