![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის განმარტების თანახმად, თუ შემხვედრი გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარესაც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრასპორტო საშუალების მძღოლი. იმავე კანონის 22-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, იმ სატრასპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც გზაზე ასრულებს საამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს და ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის შუქურა, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სხვა მძღოლებმა მას არ უნდა შეუქმნან მუშაობაში დაბრკოლება. ნარინჯისფერი ან ყვითელი შუქურა არ იძლევა უპირეტესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად. მოცემულ სიტუაციაში ყვითელ შუქურიანი ავტომობილი მოძრაობს დაღმართზე და ის ვალდებულია დაუთმოს გზა მსუბუქ ავტომობილს.