საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია: რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა” დაუსახლებელ პუნქტში გვაფრთხილებს, რომ 150-300 მეტრის შემდეგ არის გზაჯვარედინი თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით, ამიტომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაუსწროს ორივე ტრაქტორს, თუ გასწრებას გზაჯვარედინთან მისვლამდე დაამთავრებს.