საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. იმავე თავის 3.31 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" აღნიშნავს 3.16, 3.20, 3.22, 3.24 და 3.26-3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნის 3.20 "გასწრება აკრძალულია” მოქმედებას აუქმებს საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული", ამოტომ მისი მოქმედების ზონა ვრცელდება პირველ და მეორე ნიშნებს შორის.