საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 5.6 "ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული” აჩვენებს გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. – 5.10.4 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზის დასასრული”აჩვენებს გზის დასასრულს რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ. - 5.36 "რევერსული მოძრაობის დასასრული” აჩვენებს გზის მონაკვეთის დასასრულს, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება იცვლება საპირისპიროდ. მოცემული საგზაო ნიშნებიდან რევერსული გზის დასასრულს გვიჩვენებს რიგით მესამე საგზაო ნიშანი 5.36 "რევერსული მოძრაობის დასასრული”.