![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად;ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავი მძღოლები ხელმძღვანელობენ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესით, ამავე წესით ხელმძღვანელობენ მეოხარიხოვან გზაზე მოძრავი მძღოლებიც;გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. ხოლო იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლებიც.მოცემულ სიტუაციში სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით:ავტობუსი, ტრამვაი, მოტოციკლი და სატვირთო ავტომობილი.