საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ა.ა" ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელის ხელები განზეა გაშვერილი ან ჩამოშვებული, მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - პირდაპირდა მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე. მოცემულ სიტუაციაში მოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ პირდაპირდა მარჯვნივ.