საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ ზოლზე. მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანვე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არშეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში, პირველი ტრანსპორტის გასწრების შემდეგ ნებადართულია გააგრძელოთ მოძრაობა მარცხენა ზოლში მეორე ტრანსპორტის გასწრების მიზნით.