საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, თანახმად, შუქნიშნის მრგვალი მწვანე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას. ხოლო იმავე თავის მე-14 პუნქტის თანახმად, შუქნიშნის (რევერსულის გარდა), ან მარეგულირებლის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს "სდექ" ხაზთან. იმავე თავის 32-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის, ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებილი გზაჯვარედინია, თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, შუქნიშანი არმუშაობს, ან არარის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებით და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა უნდა გაიაროს გზაჯვარედინი გაუჩერებლად.