საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი. მოცემულ სიტუაციაში, თქვენ შედიხართ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით და ნაჩვენები მანევრის შესრულების უფლება არა გაქვთ.