საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 "გაჩერება აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დგომას და ამავე პუნქტის განმარტების თანახმად 3.27 ნიშნების მოქმედება არვრცელდება მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. საგზაო ნიშნის 3.27 "გაჩერება აკრძალულია” მოქმედების ზონაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არეძლევა უფლება მოახდინოს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა.